Picture
ტურ ოპერატორი “ინტერკონტინენტალი”, როგორც სიახლეზე ორიენტირებული კომპანია, ახლაც გთავაზობთ სიახლეს.
პირველად საქართველოში ჩვენი კომპანია იწყებს ჩარტერულ ფრენებს ტაბას (ეგვიპტე) მიმართულებით.
ტაბა ეს არის კურორტი, რომელიც მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულზე წითელი ზღვის სანაპიროზე, ისრაელის საზღვართან. ბოლო წლებში ტაბა გადაიქცა აყვავებულ საკურორტო ზონად.
მთიანი ლანდშაფტებით, ფირუზისფერი ლაგუნებით, ოაზისებით და შესანიშნავი არქიტექტურით,სხვა კურორტებისაგან სიმწვანით გამორჩეული ტაბა განუმეორებელ შტაბეჭდილებებს ტოვებს ათასობით ტურისტზე მთელ მსოფლიოდან.
ტაბა იდეალური ადგილია მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს და სურს დაკავდეს წყლის სპორტის სახეობებით.
მრავალფეროვანი და უჩვეულოდ საოცარი წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო, მაგნიტივით იზიდავს მყვინთავებს.
ტაბას იდეალური მდებარეობა დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ, ვისაც ისტორიული ადგილების, ექსკურსიების და ბუნების შესანიშნავი პეიზაჟების მონახულება სურს.
ტაბა ახლოსაა ისეთ ცნობილ ისტორიულ ადგილებთან, როგორიცაა წმინდა ეკატერინეს ტაძარი, მოსეს მთა, ფარაონების კუნძული და სალადინის სასახლე.

ისრაელის და იორდანიის საზღვრებთან სიახლოვე
იერუსალიმში,იორდანიაში და ასევე კლდეში გამოკვეთილი ქალაქ პეტრას სანახავად ექსკურსიების შესაძლებლობას იძლევა.
საღამოობით ტაბას სასტუმროებიდან იშლება შესანიშნავი ხედები იორდანიასა და ისრაელის ტერიტორიებზე.
ტაბა ის ადგილია , სადაც თქვენ შეძლებთ შეუთავსოთ კომფორტულ და მყუდრო დასვენებას, ისტორიულ-შემეცნებითი სიახლეების დათვალიერება.
განვითარებული, ცნობილი სასტუმროების ქსელი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, საოცარი პლიაჟები, ბუნებრივი ლაგუნები, ფერადი კანიონი და მაღალი ხარისხის მომსახურება ნათლად გამოარჩევს ტაბას უპირატესობას სხვა საკურორტო ცენტრებისგან.
აღსანიშნავია ტაბას სასტუმროების დაბალი ფასები, რაც არის განპირობებული კურორტის სიახლით.
იმოგზაურეთ უსაზრვროდ ტურ ოპერატორ “ინტერკონტინეტალთან” ერთად.